ლევან ნიკოლეიშვილი: ეს არ არის ოპოზიცია, ესენი არიან პოლიტიკური მეძავები

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი „დღის ქრონიკაში“ აცხადებს, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არის. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონული მდივანი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ოპოზიცია „კაპიკებზე“ იყიდება.

„ეს არ არის ოპოზიცია! ოპოზიცია არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ფიქრობს ქვეყნის მომავალზე, ოღონდ თავისებურად, მას თავისი იდეა, პროგრამა უნდა გააჩნდეს. ის რაღაც ჯგუფები, რომლებიც თავს ოპოზიციას უწოდებენ, არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც ფიქრობს რამენაირად დაამარცხოს არსებული ხელისუფლება, სადავეები ხელში ჩაიგდოს იმისთვის, რომ სხვა ქვეყანას ემსახუროს. ეს არის უბედურება და ამიტომ ვერ ვუწოდებ მათ ოპოზიციას.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ ძალიან იაფფასიანები არიან. ძველ კაპიკებზე იყიდებიან იმისთვის, რომ რამენაირად თავიანთი კუჭი გაიძღონ და არ აინტერესებთ ქვეყანაში რა ხდება. ესენი არიან პოლიტიკური მეძავები, ყველაფერზე არიან თანახმა, რასაც გადმოუგდებენ, ყველაფერს აიღებენ“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.