განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ცოტა სასაცილოდაც კი ჩანს, რომ დღეს აღმოაჩინეს საქართველო, რომ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და საქართველო არის ის ღერძი, სადაც უნდა გაიაროს მთელმა რიგმა ტვირთებმა ან ენერგომატარებლებმა? მათ წონიდა სხვა მიზნები და არასამართლიანად გვექცეოდნენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა წამყვანის კითხვის საპასუხოდ, რომელიც შეეხებოდა ევროკომისიის მხრიდან აქცენტებს რეგიონის სატრანზიტო მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, როგორც ჩანს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, ევროკომისიას მოუწია სტრატეგიის გადახედვა საქართველოსთან მიმართებაში.
„თითქოს ჩანს ისე, რომ დღეს უკვე აღიქვეს ის რეალობა, რაც არის მსოფლიოში. გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში და ხედავენ, რომ რეალურად საქართველოს აქვს ის პოტენციალი, რომ სატრანზიტო დერეფნის როლი შეასრულოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. მაგრამ აქ საინტერესო არის სხვა რამ. ეს ხომ გუშინ არ მომხდარა? გუშინ ხომ არ მიიღო საქართველომ ეს გეოგრაფიული მდებარეობა და ის სატრანზიტო მნიშვნელობა გუშინ ხომ არ შეუძენია? ჰქონდა ყოველთვის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამას ისინი ვერ ხედავდნენ ან არ ხედავდნენ, ერთი მიზეზიდან გამომდინარე - უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლიტიკური არეულობა, დესტაბილიზაცია მოეწყოთ საქართველოში მათი აგენტების საშუალებით, რათა მერე უფრო ადვილი სამართავი ყოფილიყო საქართველო.
მათ სტრატეგია არ შეუცვლიათ, შეცვალეს ტაქტიკური ხედვები იმის თაობაზე თუ როგორ იმოქმედონ საქართველოსთან მიმართებაში. თორემ ცოტა სასაცილოდაც კი ჩანს, რომ დღეს აღმოაჩინეს საქართველო, რომ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და საქართველო არის ის ღერძი, სადაც უნდა გაიაროს მთელმა რიგმა ტვირთებმა ან ენერგომატარებლებმა? რა თქმა უნდა ამის თაობაზე მათ ყოველთვის ჰქონდათ ინფორმაცია, უბრალოდ მათ წონიდა სულ სხვა მიზნები და ამ მიზნებიდან გამომდინარე არასამართლიანად გვექცეოდნენ“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.