„სახლში ყველა ფანჯარამ დაიწყო ზანზარი...“ - ბოლო ცნობები ირანიდან
1772742455
სიმართლის მოლაპარაკე მედიები კი არ უნდა დაასანქცირონ და შეეცადონ მათ შეზღუდვას, ეს დაპირებები აუსრულონ და ამით შეძლებენ უკრაინის დახმარებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
დეპუტატი „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირებას გამოეხმაურა.
„ეს ცალსახად იყო მცდელობა სიმართლის გაჩუმების. წამოვიღე, რომ საზოგადოებისთვის მეჩვენებინა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული პოლიტიკური ჟურნალი, სადაც პირველივე გვერდზე წერია, რომ უკრაინა აგებს ომს. ამის თქმა ვინმეს კი არ უხარია, ეს არის სამწუხარო სიმართლე. გავიხსენოთ ვინ იყო ამ სამწუხარო სიმართლის სულის ჩამდგმელი, ეს იყო ბორის ჯონსონი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დღეს რომ ყელმოღერებით საუბრობდა, მათ შორის თქვენს [„იმედზე] ტელევიზიაზე. როგორც ჩანს, ცდილობენ ჩაახშონ, დამალონ რეალობა, მაგრამ ამით სასურველს ვერ გახდიან. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩადიოდა და უკრაინელებს ცრუ დაპირებებით აბრუებდა თავის დროზე, რომ ომი გაეგრძელებინათ. დაპირებებით, რომ იარაღს მიაწვდიდნენ, ნატო-სა და ევროკავშირში გააწევრიანებდნენ. ეს დაპირებები აუსრულონ თუ მართლა უნდათ უკრაინის დახმარება. სიმართლის მოლაპარაკე მედიები კი არ უნდა დაასანქცირონ და შეეცადონ მათ შეზღუდვას, ეს დაპირებები აუსრულონ და ამით შეძლებენ უკრაინის დახმარებას. როგორც ჩანს, ცდილობენ საკუთარი მარცხის გადაფარვას და სხვებზე დაბრალებას“, - აღნიშნა მახაშვილმა.