1782244801
ლევან მახაშვილი საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე: ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს
ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებული ევროპის საბჭოს რეზოლუციას ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იყენებენ.
„გასული პერიოდების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ როგორ ხდება შეგნებულად, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ამა, თუ იმ რეზოლუციის, დოკუმენტის, განცხადების გამოყენება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის. ჩვენ ვხედავთ ტყუილებით სავსე დოკუმენტს. ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს. მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, თუ ორმხრივად ხდება პრობლემის აღიარება“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას დღეს განხილავენ.










