ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე ემანუელ მაკრონის პასუხს ეხმიანება, რომელმაც თქვა, „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს.”
„ბუნებრივია ბატონი მაკრონის წუხილი. არავის უხარია, როდესაც საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებში და მით უმეტეს, კანონების მიღება არმიღებაში უცხო ქვეყანა ერევა. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ლუსტრირებაა იმ უსამართლო დამოკიდებულების, რაც კონკრეტულად საფრანგეთსა და მთლიანად ბრიუსელს საქართველოსთან მიმართებაში გააჩნიათ, როდესაც ისინი უხეშად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში. დღესაც, როდესაც ვიზალიბერალიზაციაზე შანტაჟი მიმდინარეობს, აქაც პირობად გვიყენებენ, რომ თურმე უნდა გავიწვიოთ გამჭვირვალობის ქართული კანონი, ანტიელგბტ პროპაგანდა კანონი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი თავის პოლიტიკას გადახედავს საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენთვის მისაღებია მხოლოდ სამართლიანი დამოკიდებულება და მხოლოდ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული პარტნიორობა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.