ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
სალომე ზურაბიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა უმძიმეს მდგომარეობაშია მთლიანად აგენტურული ოპოზიცია, რომელიც ზურაბიშვილის იმედად არის დარჩენილი. ყველაზე „რეიტინგული“ ფიგურა ჰყავთ სალომე ზურაბიშვილი, შესაბამისად, მათ რაიმე წარმატებაზე საუბარი ზედმეტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციას დაკარგული აქვს ხალხის ნდობა და იმ ამომრჩეველთა რაოდენობაც საგრძნობლად შეუმცირდათ, რომლებიც წლების განმავლობაში ჰყავდათ.
„ფაქტობრივად მთელმა საქართველომ გაშიფრა, რომ მთლიანად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იმავე ვერტიკალით იმართება და თავიდან ბოლომდე ასრულებენ უცხოელების დავალებებს. როგორც ოპოზიციას არ აქვს არაფრის რესურსი, ასევე არ აქვს არაფრის რესურსი ქალბატონ ზურაბიშვილს. არანაირი მხარდაჭერა და არანაირი ავტორიტეტი. ბოლომდე განულებული და გამარგინალებული არიან და მნიშვნელობა არ აქვს, ქალბატონი ზურაბიშვილი დაიბრალებს ლიდერობას, გვარამია, თუ სააკაშვილი, მათ მიმართ ხალხის ნდობა აბსოლუტურად განულებულია“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა – „მე ვარ იდეალური ყველასთვის, სხვა არჩეული არავინაა“. მისი თქმით, ერთ წელიწადში მიღებული უნდა იყოს ყველა ის ზომა, რომელიც საჭიროა ნამდვილი არჩევნების ჩასატარებლად.