მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ნისლი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1765441480
ძალიან კარგია, რომ აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ უკვე მეორეჯერ ამხილა ევრო ბიუროკრატია და ევრო ბიუროკრატები იმაში, რაზეც „ქართული ოცნება“ ვადანაშაულებთ მათ 4 წლის განმავლობაში და რაზეც გვაქვს მათ მიმართ პრეტენზიები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, საქართველო თავდაცვის რეჟიმშია, როდესაც ევრო ბიუროკრატიისგან მოდის დეზინფორმაცია, კრიტიკის ნიაღვარი, საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევა და ა.შ.
„ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მათ პასუხი გავცეთ. ზუსტად იგივე გაიმეორა აშშ-ის ადმინისტრაციამ უკვე მეორედ. პირველი იყო წლის დასაწყისში ბატონი ჯეი დი ვენსის ვიზიტი მიუნხენში და მისი ცნობილი გამოსვლა და ახლა უკვე აშშ-მ დოკუმენტურად ასახა თავის ეროვნულ უსაფრთხოების დოკუმენტში. ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია აშშ-ს მხრიდან. დაადანაშაულა ევროკავშირი იმაში, რომ ფაქტობრივად ანგრევენ ევროპას, იმ ღირებულებებს, რაზეც ევროპა იდგა ათწლეულების განმავლობაში, აბსოლუტურად აცილებული არიან.
თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, თავიანთი ხალხის არ მოსმენა და ეკონომიკური სტაგნაცია, რომელიც დაწყებულია. დღეს მაღალი დონეა, რადგან ინერციით მოჰყვება სიმდიდრე ევროპას, თუმცა შესაძლოა ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგნენ 5-10 წლის შემდეგ. ის სიმახინჯე, რაც არის ლგბტქ პროპაგანდა, ის უკონტროლო მიგრაცია, რამაც შეიძლება რაღაც წერტილში დააყენოს ევროპის იდენტობა კითხვის ნიშნის ქვეშ და ა.შ.“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ლევან მაჭავარიანმა ასევე თქვა, რომ აშშ ევროპელ ხალხს ურჩევს, რომ ფსონი დადონ პატრიოტულ ძალებზე, ძალებზე, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის იდენტობა, ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები, სუვერენიტეტი და ის ღირებულებები, რაზეც „ქართული ოცნება“ დგას.