წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770926058
ერთის მხრივ, აკრიტიკებენ იმას, რომ საქართველო ებრძვის უცხოურ ჩარევას, მეორეს მხრივ, ისინი ამკაცრებენ თვიანთ კანონმდებლობას უცხოური ჩარევების წინააღმდეგ, - განაცხადა მედიასთან საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ბრიტანული მთავრობა უცხოური ჩარევისგან დასაცავად, კანონმდებლობას ამკაცრებს.
„როდესაც განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტულად გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში, ორმაგი სტანდარტიც და აბსოლუტურად უსტანდარტობაც სახეზეა. ერთის მხრივ, აკრიტიკებენ იმას, რომ საქართველო ებრძვის უცხოურ ჩარევას, მეორეს მხრივ, ისინი ამკაცრებენ თვიანთ კანონმდებლობას უცხოური ჩარევების წინააღმდეგ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.