ლევან ხაბეიშვილის პირველი კომენტარი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ

ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

ნაყოფიას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი 40%.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა ლიდერმა, საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი თანაგუნდელებისთვისა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს.

„დღეს, აქ სხვა განცხადებას არ გავაკეთებ, დანარჩენს ბრიფინგზე ვისაუბრებ“, - თქვა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით გამარჯვების შესახებ მაშინ გაიგო, როცა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მიდიოდა.