ცნობილია „სადგურის მოედანზე“ ნგრევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა
1752525856
ოპოზიციაში პოლიტიკურ კონფიგურაციას უცხოური ძალა დაალაგებს და ეს ხდება ზუსტად, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა „ლელო“ და პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნოდ გაერთიანდეს.
„ვნახეთ, რომ მელია, რომელიც კეზერაშვილს ლანძღავდა, მასთან ჩაახუტეს, მაინც და მაინც არ ეხატებოდა გულზე გვარამია, მაგრამ ერთად არიან თანათავმჯდომარეები. შესაბამისად ლელო და ხაზარაძე იქ ვეღარ მივიდა, რადგან მესამე თანათავმჯდომარეობა აღარ უნდოდათ. ამიტომ დარჩა „ლელო“ და გახარია, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ მათი პოლიტიკური მშობლების გადაწყვეტილება თუ იქნება უცხოური ძალის სახით, ეს „ბავშვები“ წინააღმდეგობას ვერ გაწევენ და მოუწევთ პოლიტიკური ქორწინება. ეს წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ქორწინება დიდად დისკომფორტული რომ არ გამოჩნდეს, ჰყავთ აგერ ზურაბიშვილი, რომელიც უნდათ ლიდერად. შემდეგ ჩუგოშვილი იქნება, ბესელია თუ სხვები, ეს იქნება მხოლოდ ფარდა, რომელსაც შეეცდებიან რომ გადააფარონ ამ უხერხულ პოლიტიკურ ქორწინებას“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
„ლელოსა“ და პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები წინასაარჩევნოდ მათი გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.