ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების და მანამდე მისი მოღვაწეობის შესახებ გავიგე ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან... შესაბამისად, შემიძლია გამოძიებას მივაწოდო ის ინფორმაცია, რაც გავეგე ღარიბაშვილის პოსტიდან - თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, ამ წუთებში, გამოკითხვები იწყება საქალაქო სასამართლოში. გამოძიების შეკითხვებს, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით, თაზო დათუნაშვილი და ხატია დეკანოიძე უპასუხებენ.

"ლელოს" წევრის, თაზო დათუნაშვილის თქმით, შეუძლია, გამოძიებას მიაწოდოს ის ინფორმაცია, რაც ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გაიგო.

"მე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების და მანამდე მისი მოღვაწეობის შესახებ გავიგე ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან. შესაბამისად, შემიძლია გამოძიებას მივაწოდო ის ინფორმაცია, რაც გავეგე ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან. პოლიტიკური განცხადება ეხებოდა მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას", - აღნიშნა "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა თაზო დათუნაშვილმა.

დიღმის მთავარ სამმართველოში უკვე გამოკითხეს ნიკა გვარამია, გია ხუხაშვილი და გიორგი გიგაური. ისინი აცხადებენ, რომ ჯორბენაძის საქმეს არ იცნობენ და მომხდარის შესახებ ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ასევე გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის წერილსაც უმრავლესობაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.