მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით
1788515357
რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ - ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.
მათი ცნობითვე, კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცეს.
„დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ. სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული დენის კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ.
დენის კულანინს განესაზღვრა 7 დღე საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად.