ლაშა დარსალიამ სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვაში მიიღო მონაწილეობა

ლაშა დარსალია

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. კონსოლიდირებული ანგარიში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ წარადგინა.

დოკუმენტი ასახავს 2026 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს. მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს, კონსოლიდირებული ანგარიშის მიღებისთვის და ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების აუცილებლობას.

ვიზიტის ფარგლებში, ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესაც შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

✕