ლადო სადღობელაშვილი: აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფის შემსუბუქება მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, ვისაც დღეს თანადგომა სჭირდება

ლადო სადღობელაშვილი

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებისა და საწვავის შესაძლო მიწოდების შესახებ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს სახელმწიფოებრივი სიბრძნისა და შორსჭვრეტელი პოლიტიკის მაგალითია.

მისი შეფასებით, კონფლიქტის მოგვარება პირველ რიგში ადამიანებზე ზრუნვით იწყება. სადღობელაშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფის შემსუბუქება აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, ვისაც დღეს თანადგომა სჭირდება.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი „ოკუპაციის შესახებ კანონის“ ფარგლებში ხორციელდება.

„პრემიერ-მინისტრის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებასა და საწვავის შესაძლო მიწოდებაზე არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი სიბრძნისა და შორსჭვრეტელი პოლიტიკის მაგალითი.-კონფლიქტის მოგვარება პირველ რიგში იწყება ადამიანებზე ზრუნვით. აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფის შემსუბუქება მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, ვისაც დღეს თანადგომა სჭირდება. ქვეყნის გამთლიანება და ნდობის აღდგენა მიიღწევა არა აგრესიული რიტორიკით, არამედ კონკრეტული, საქმეზე ორიენტირებული ნაბიჯებით. ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება არის ერთადერთი სწორი გზა გაწყვეტილი ხიდების აღსადგენად და ჩვენი საზოგადოებების ხელახლა დასაახლოებლად.- განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ხორციელდება "ოკუპაციის შესახებ კანონის" ჩარჩოებში. ეს არის ზუსტად გათვლილი ბალანსი მაღალ ჰუმანიზმსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მყარად დგას კანონსა და სუვერენიტეტზე.- მშვიდობიან გაერთიანებას, დიალოგსა და შემორიგებას ალტერნატივა არ აქვს. პრემიერის ეს პოზიცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს მომავალი შენდება ნდობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთო მშვიდობიანი განვითარების ფუნდამენტზე!“ - წერს სადღობელაშვილი.