საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“, საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია - შემოსავლების სამსახურის განცხადება

საბაჟო ყაზბეგი

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია, - ამის შესაწხებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ორივე მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“, - ნათქვამია განცხადებაში.