ბაჩო ახალაიას განცხადების შემდეგ გამოძიება დამხობის მოწოდების მუხლით დაიწყო

საპატიმროს დატოვებს

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"ივანიშვილი უნდა დაემხოს" - ეს განცხადება ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა.

აუდიო ჩანაწერი პროცესიდან ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "კურიერს" დაუდასტურეს, რომ ახალაიას განცხადების შემდეგ გამოძიება დამხობის მოწოდების მუხლით დაიწყო.