კონსტიტუცია პირდაპირ მიუთითებს რა შემთხვევაში უწყდებათ პარლამენტის წევრებს მანდატი, მათ შორის, გაცდენაც არის მითითებული - თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

გახარიას გუნდის საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხზე, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. მმართველი გუნდი მათთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებას აპირებს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში უწყდებათ დეპუტატებს მანდატები.

"საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ მიუთითებს, თუ რა შემთხვევაში უწყდებათ პარლამენტის წევრებს მანდატი, მათ შორის გაცდენაც არის მითითებული. ეს საქართველოს კონსტიტუციის დანაწესია, შესაბამისად, საპროცედურო კომიტეტი იმსჯელებს, დადგა თუ არა ეს გარემოება და მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. დანარჩენი მათი ნებაა, ჩვენ არც შემოსვლა დაგვიძალებია მათთვის, არც არ შემოსვლა დაგვიძალებია. მელიას გადაწყვეტილებისა არ იყოს, ახლა მათ ხელშია ყველაფერი და თვითონ განკარგავენ თავიანთ ბედს. თუ თავიანთი ბედი ასე განკარგეს, შედეგებიც შესაბამისი იქნება", - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.