ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას - მარიამ ქვრივიშვილი

ქვრივიშვილი

"ხმა მივეცი დედაქალაქის მომავალ მერს, უალტერნატივო კანდიდატს. შესაბამისად, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ.  "დღეს ჩვენი საზოგადოება მორიგ ჯერზე გააკეთებს გონივრულ არჩევანს და 4 წლის თავზე ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო მეტად განვითარებულ, კეთილდღეობითა და მშვიდობით სავსე ყველა მუნიციპალიტეტს,“ - აღნიშნა მინისტრმა.  მარიამ ქვრივიშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისში, საბურთალოს ოლქის მესამე უბანზე გააკეთა.