ხაზარაძის „ლელომ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ფარული მზადება დაიწყო - პარტიული შეკრება ამჯერად თელავში გაიმართა

jo

საჯაროდ არაერთი უარყოფის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფებმა ფარული მზადება უკვე დაიწყეს - ხაზარაძის „ლელო“ რეგიონებში პარტიულ შეკრებებს სხვადასხვა მიზეზით მართავს.

კოალიციის ახალი წევრების მობილიზება ამჯერად თელავში მოაწყვეს. მამუკა ხაზარაძემ საჯაროდაც დაწერა, რომ ემზადება არჩევნებისთვის. მანამდე კი, „ლელოში“ პარტიული დამკვირვებლები საარჩევნოდ ტრენინგებზე გადასამზადებლად დაიბარეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიცია რეალურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა, საკუთარი ამომრჩევლის დასაბნევად, მას სხვადასხვა მიზეზებით ფუთავენ.