კანონპროექტის ინიციირებიდან დღემდე, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ის საჭიროება, რომელიც მის მიზნებს გააჩნია - რატი იონათამიშვილი გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე

რატი იონათამიშვილი

დღეს, პარლამენტში "ქართული ოცნების" ინიციატივის განხილვა იწყება. დეპუტატები, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს იურიდიულ კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ. სხდომა 14:00 საათზე დაიწყება. გრანტების შესახებ კანონის გარდა, ცვლილებებია კიდევ 6 კანონში, მათ შორის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - დასჯადი ხდება გარე ლობიზმი, ზუსტდება გრანტების განმარტება.

გრანტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის არა ემიგრანტებისგან, არამედ სხვა სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ გადმორიცხული თანხა, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ საქმიანობას.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, კანონპროექტის ინიციირებიდან დღემდე, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ის საჭიროება, რომელიც მის მიზნებს გააჩნია.

"სინამდვილეში, კანონპროექტის ინიციირებიდან დღემდე, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ის საჭიროება, რომელიც მის მიზნებს გააჩნია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, იმ რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები როგორ ცდილობენ აუარონ გვერდი კანონს, იმისთვის, რომ დაფინანსება მიიღონ და ეს დაფინანსება მოახმარონ იმ საქმიანობას, რომლის შესახებაც ძალიან ეშინიათ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერ ანტიდემოკრატიულ მცდელობაზე გვექნება დემოკრატიული პასუხი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.