რომელი კერძები უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე, რათა ცხენის წელი იღბლიანი იყოს
1766261901
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ყოფილი დეპუტატის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ ერთი ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე - პატრიოტი, ქვეყანაზე და თავის ხალხზე შეყვარებული ადამიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს.
პარლამენტის ყოფილი წევრის, თამაზ მეჭიაურის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ბატონი თამაზის ოჯახის წევრების, მეგობრების, კოლეგების მწუხარებას“,- წერს კახა კალაძე.
ცნობისთვის, ყოფილი დეპუტატი კორონავირუსს ებრძოდა. იგი 3 თებერვლიდან კლინიკაში გადაიყვანეს.