„იმედია, ეს არ გამართლდება... ძალიან მძიმე სანახავი იყო“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ
1746647632
მინდა მივულოცო ირაკლი კობახიძეს თავმჯდომარეობა. ეს იყო პოლიტსაბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილება. მას ჰქონდა სრული მხარდაჭერა, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
„მინდა მივულოცო ირაკლი კობახიძეს თავმჯდომარეობა. ეს იყო პოლიტსაბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილება. მას ჰქონდა სრული მხარდაჭერა. ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, პროფესიონალი. უპატიოსნესი. მინდა წარმატებები ვუსურვო. ძალიან ბევრია დამოკიდებული მასზე, პარტიულ მუშაობაზე. ბევრი აქვს გაკეთებული პარტიული სტრუქტურების გაძლიერებისთვის. 2014 წლიდან მოყოლებული ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და დღეს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მინდა მას წარმატებები ვუსურვო. წინ გველოდება მნიშვნელოვანი არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობა მაქვს მხედველობაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით და თანადგომით ყველა მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს“, - აღნიშნა კალაძემ.
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს.