„პირდაპირი ბილეთია უშვილობის" - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
1778618592
ინფრასტრუქტურის მინისტრთან განვიხილეთ დედაქალაქში ალტერნატიული შემოსასვლელი და გასასვლელები. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ კონკრეტულად რომელი გზა იქნება გამოსადეგი და მოგვცემს განტვირთვის შესაძლებლობას, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა ჰკითხა რა ნაბიჯები იდგმება დედაქალაქში საცობების შემცირებისათვის.
„მინდა ერთი სიახლის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, უშუალოდ მინისტრთან, სადაც განვიხილეთ დედაქალაქში ალტერნატიული შემოსასვლელი და გასასვლელები, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას ალტერნატივა შევთავაზოთ. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ კონკრეტულად რომელი გზა იქნება გამოსადეგი და მოგვცემს განტვირთვის შესაძლებლობას და ამ ყველაფერს საზოგადოებას ინფორმაციის სახით მოვაწვდით“, - აღნიშნა კალაძემ.