მძიმე ავარია თუშეთში - დაღუპულია ორი ახალგაზრდა
1758716901
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის განვითარების ფონდი აქტიურად განაგრძობს დედაქალაქის ისტორიულ არეალში სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.
„უახლოეს მომავალში დაიწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გულისხმობს როგორც უშუალოდ ამ ქუჩების რეაბილიტაციას, ისე ტერიტორიაზე არსებული შენობების მოწესრიგებას. სამუშაოების წარმოებას უკვე ძალიან მალე დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა თბილისის განვითარების ფონდის მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტების განხორციელება. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულების მხარდაჭერას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბევრი შენობა გვაქვს თბილისში, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია, განახლება და ამ მიმართულებას ყურადღება მომდევნო წლებშიც დაეთმობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.