კაია კალასი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს დღეს დეტალურად არ განიხილავენ, თუმცა ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია

კაია კალასი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს დეტალურად არ განიხილავენ, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

კაია კალასის თქმით, სხდომაზე დააყენებს სანქციების საკითხს.

„ჩვენ დღეს საქართველოსაც განვიხილავთ. რა თქმა უნდა, როგორც თქვენ ამბობთ, ვითარება უარესდება და ვხედავთ ბევრი მოვლენის განვითარებას. ამიტომ, კვლავ დავაყენებ სანქციების საკითხს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას და არღვევენ ადამიანის უფლებებს საქართველოში. ჩვენ ასევე განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, რადგან საქართველო სწორ გზაზე არ მიდის. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ჩვენ დღეს დეტალურად არ განვიხილავთ, მაგრამ დიახ, ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია“, – განაცხადა კაია კალასმა.