„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ბოლო პერიოდში ევროკავშირის ელჩის განცხადებები შემაშფოთებელია, მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, ის მის მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან მომდინარე სიძულვილის კამპანიას, ძალადობას და პროპაგანდას არ გაემიჯნა, რაც მისი მხრიდან ნიშნავს, ძალადობის, სიძულვილის და პროპაგანდის წახალისებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სინამდვილეში, ჰერჩინსკის წამოცდა, რომ სანქციების მიზანი კი არ არის სამართლებრივი ინსტრუმენტი, არამედ ეს არის სტიგმატიზების ინსტრუმენტი.
„ეს შემაშფოთებელია. მისი მხრიდან პასაჟები იყო, რაც ამაზრზენია. ამ ინტერვიუში ერთ-ერთი პასაჟი იყო, რომელიც ევროკავშირის შესაძლო სანქციებს ეხებოდა. მან ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ შეხედავენ ოჯახის წევრები მას, ვისაც ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს. ამაზე ამაზრზენი განცხადება იშვიათად მომისმენია. ეს ზუსტად იმ ღირებულებით კრიზისს აჩვენებს, რაც სამწუხაროდ, ბრიუსელში არსებობს. ასევე იმას აჩვენებს, თუ რამდენად ამოტრიალებული წარმოდგენა აქვს ელჩს ოჯახზე, რადგან ფიქრობს, რომ შვილი მამას დაუპირისპირდება თუ მამა შვილს და ა.შ. წლების წინ, ასეთი წარმოდგენების თაობაზე პავლიკ მოროზოვის მაგალითზე გვასწავლიდნენ. რაზეც ჰერჩინსკი საუბრობდა, რომ თუ ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ ადამიანს მისი ოჯახის წევრმაც კი შეიძლება ცერად შეხედოს, ზუსტად ეს არის პავლიკ მოროზოვების მორალის დანერგვის მცდელობა. ეს აჩვენებს, თუ რამდენად აცდენილია ევროპულ გაგებას ის კომენტარები, რასაც ვისმენთ. ეს არის მისი გაგება ოჯახის, რომ შვილი მამას, მამა შვილს, მეუღლე მეუღლეს იმის მიხედვით აფასებს, ბრიუსელში რა გადაწყვეტილება მიიღეს. მას საკუთარი ოჯახი ასე წარმოუდგენია? – ეს იმას აჩვენებს, თუ რამდენად არ იცნობს საქართველოს. ღმერთმა შეარგოს ის ხაჭაპური, რომელიც მისი განცხადებით, მას უფასოდ მისცეს, მაგრამ საქართველო ცოტა მეტია, ვიდრე ხაჭაპური და ხინკალი. ყველამ ეს უნდა გაარკვიოს და როცა ქართულ ოჯახზე ასეთ წარმოდგენას ამკვიდრებ და პავლიკ მოროზოვების გამოზრდას ცდილობ საქართველოში, რა თქმა უნდა, ამაზრზენია. ეს იმას აჩვენებს, რომ სინამდვილეში, მას წამოცდა, რომ სანქციების მიზანი კი არ არის სამართლებრივი ინსტრუმენტი, არამედ ეს ყოფილა სტიგმატიზების ინსტრუმენტი, რომ ადამიანს იარლიყი მიაკრა, რათა ის ოჯახის წევრის თვალშიც კი სტიგმატიზებული იყოს. ეს ნანახი გვაქვს, რას ნიშნავს. ამ მორალში და ასეთი მიდგომებით, რომ საუბრობს, ეს ამაზრზენია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.