27 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება

პარლამენტის ფოიე

27 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე კი, მოხსენებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვა.

პარლამენტის დღის წესრიგის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დახურვამდე დარჩენილ დროში დაგეგმილია რიგი კანონპროექტების დაჩქარებული წესით მიღება და ყოველწლიური ანგარიშების მოსმენა.

გარდა ამისა, პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადას კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივებს