იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლანა მორგოშია დაინიშნა

ლანა მორგოშია

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლანა მორგოშია დაინიშნა.

ლანა მორგოშია პროფესიით იურისტია; აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, იკავებდა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას. 

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.