იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
12 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან, 13 ოქტომბრის საღამომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში (1700 მ-ზე ზემოთ) თოვლი და თოვლჭყაპი, - ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება წყალდიდობის, ძლიერი ქარის, მეწყრისა და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
გაფრთხილება არ არის შიშის დანერგვა, ეს არის მოწოდება, რომ წინასწარ იფიქრო, როგორ დაიცვა ის, ვინც გიყვარს, რომ იყო ფხიზლად, როცა ბუნება ხმამაღლა ლაპარაკობს, რომ არ გადააქციო პროფესიონალების ხმა პანიკის საფუძვლად,“ - წერს ფარტენაძე.