იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
გიორგი ბაჩიაშვილის სავარაუდო ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს, მისი ადვოკატი დავით ჯანდიერიც, სამი ადვოკატის თანხლებით. მან უარყო ამ საქმეში რაიმე სახის ჩართულობა და თქვა, რომ პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს გიორგი ქემოკლიძეს არ იცნობს.
„იყო, მათ შორის შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, ვიცნობდი თუ არა ბატონ ქემოკლიძეს. არასოდეს არანაირი შეხება ამ ადამიანთან არ მქონია“, - განაცხადა ჯანდიერმა.
ქემოკლიძეს ბრალი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი, რაც გამოძიების მტკიცებით, პატიმართან წინასწარ იყო შეთანხმებული. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ქემოკლიძემ ორჯერ წაშალა საკანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალაც.