"საქართველოს ნათელი წერტილი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო" - ესპანელების შეფასება

ნაკრები

ცნობილი გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის შესახებ წერს და შეხვედრას დეტალურად განიხილავს. მოგეხსენებათ, ესპანელებმა საქართველო შინ 2:0 დაამარცხეს.

"პედრი დაფრინავს, ოიარსაბალი ნაკრებში კვლავ გოლს იტანს - ესპანეთის ნაკრებმა მორიგი ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა და გაიმარჯვა.

შეიძლება ითქვას, იუნაი სიმონი რომ ამ მატჩში ხელთათმანების გარეშე გამოსულიყო, არაფერი დაშავდებოდა. საქართველოს ნაკრების ერთადერთი ნათელი წერტილი კი მხოლოდ გიორგი მამარდაშვილი იყო.

ესპანეთის ნაკრების ნახევარდაცვამ უმაღლეს დონეზე ითამაშა. გამორჩეული იყო პედრო პოროც, რომელიც ფლანგზე უშეცდომოდ თამაშობდა.

საქართველოს ბევრი ვარსკვლავი ჰყავს - მიქაუტაძე, კვარაცხელია, მამარდაშვილი, თუმცა ესპანეთმა იპოვნა ფორმულა, როგორ უნდა ეთამაშათ მათ წინააღმდეგ", - წერს Marca.