გიორგი შერმადინი „მორაბანკ ანდორასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

შერმადინი

გიორგი შერმადინმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა.

ლიგა ენდესას მეორე ტურში „ლაგუნა ტენერიფემ“ სტუმრად „მორაბანკ ანდორა“ 96-64 დაამარცხა. შერმადინმა კი 21 წუთში 18 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.

36 წლის ქართველმა ლეგიონერმა შვიდიდან ექვსი ორქულიანი და რვიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო. მომდევნო მატჩს შერმადინი და მისი თანაგუნდელები 14 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში „ბნეი ჰერცლიასთან“ გამართავენ.