„მართლა „ატომური ბომბია“ და ასეთი პაციენტები არის უამრავი“ - ზაზა თელიას საყურადღებო მიმართვა
1760286107
ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ.
იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ამის შესახებ უწყებას, გამოძიების ფარგლებში, კრიმინალურმა პოლიციამ მიმართა. შესაბამისად, 5 მსჯავრდებულს პაემნებით, წერილებით და სატელეფონო ზარებით სარგებლობის უფლება 9 დეკემბრამდე შეეზღუდათ.
5 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბურჭულაძეს, ზოდელავას და ნადირაძეს - სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ხელისუფლების დამხობისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდებებს, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობას ედავებიან; ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხელმძღვანელობას; პაატა მანჯგალაძეს კი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.