„მინდა, თანხა სხვა მშობლებს გადავცე, ვისაც სჭირდება“ - ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების დედა
1760377654
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზა უკვე დაწყებულია. ამის შესახებ ან შარმ ელ-შეიხში ეგვიპტის პრეზიდენტ ალ-სისისთან შეხვედრისას, საერთაშორისო სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
„ჩვენი თვალსაზრისით, ის დაწყებულია. იცით, რომ ეს ყველა ფაზა ცოტა ერთმანეთში არეულია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ ისურვებდა, პრეზიდენტი აბდლ ფათაჰ ალ-სისი შესულიყო „მშვიდობის საბჭოში“, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ღაზაში გარდამავალ პერიოდს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეგვიპტის პრეზიდენტმა თქვა – „მე იქ ვიქნები“.
დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ეგვიპტეს სამშვიდობო პროცესში შესრულებული როლისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ფანტასტიკური სამუშაო გასწია.
თავის მხრივ, ეგვიპტის პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ დონალდ ტრამპი იყო ერთადერთი, ვისაც შეეძლო ამ ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება.