„ჰამასმა“ ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა

წითელი ჯვარი მძევლები

„ჰამასმა“ ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ადასტურებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. ცხედრებს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ ექსპერტიზისთვის.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში აცხადებენ, რომ ცხედრები უკვე გადასცეს ისრაელის მხარეს.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ასევე გადასცა ოთხი გარდაცვლილი მძევლის ცხედარი ისრაელის ხელისუფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.