გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სკოლის პედაგოგის, ლალი ბერიშვილის გარდაცვალების გამო.
ლალი ბერიშვილი 2022 წლიდან ჩვენი სკოლის სააბიტურო პროგრამის მათემატიკის პედაგოგია. მისი დაუღალავი შრომის, განსაკუთრებული პროფესიონალიზმისა და მოზარდებისადმი გამორჩეული დამოკიდებულების დამსახურებაა, რომ ამ ხნის მანძილზე ჩვენი კურსდამთავრებულები არაჩვეულებრივ შედეგებს აღწევდნენ ეროვნულ გამოცდებზე და წარმატებულ საუნივერსიტეტო ცხოვრებას განაგრძობდნენ.
ლალი მასწავლებელი ჩვენი სკოლის დიდი ოჯახის გამორჩეულად პატივსაცემი წევრია, მოსწავლეთა უსაყვარლესი მასწავლებელი, ერთგული და გულისხმიერი კოლეგა, სიყვარულითა და სიკეთით სავსე ადამიანი, რომლის სითბო ყველასთვის დაუვიწყარი დარჩება.
დიდი ტკივილია მთელი სკოლისთვის, კოლეგებისთვის, მისი მოსწავლეებისთვის.
ვუსამძიმრებთ ლალი ბერიშვილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სასკოლო საზოგადოებას.
ლალის სახით საზოგადოებას დააკლდა ღირსეული პედაგოგი და გამორჩეული ადამიანი. ის მთელი ცხოვრების მანძილზე დაუღალავად ემსახურა განათლების სისტემის განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდას.
მისი ხსოვნა ყოველთვის დარჩება „წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის“ ისტორიაში და თითოეული ჩვენგანის გულში“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.