იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი 20 ივნისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს მოუსმენს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი 20 ივნისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს მოუსმენს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი 20 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს, გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენს. კანდიდატები ასარჩევად პარლამენტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ნიკოლოზ მარსაგიშვილის წერილშია ნათქვამი, აღნიშნულმა კანდიდატებმა კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით საუკეთესო შედეგი აჩვენეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის მხარდაჭერა მოიპოვეს.

წერილით ასევე ირკვევა, რომ შერჩევის პროცედურაში განაცხადი შეიტანა 19-მა კონკურსანტმა, თუმცა სხვადასხვა ეტაპზე რამდენიმე მათგანმა თავადვე მოხსნა კანდიდატურა. დარჩენილი კონკურსანტებიდან კი საბოლოო მხარდაჭერა სამმა კანდიდატმა მოიპოვა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა 09:00 საათზეა დანიშნული.