ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
ეგ ვიდეო არ მაინტერესებს. არც ერთ სერიოზულ საკითხზე ჩემთვის კომენტარს არ გითხოვიათ. სისულელეა, ტყუილია, - ასე ეხმაურება „ქრონიკასთან“ საუბრისას ირმა ინაშვილი ოპოზიციის სკანდალურ აღიარებას, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მიმდინარე აქციებს აფინანსებენ.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
ცნობისთვის, ოპოზიციის აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე აქციებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფინანსებენ.
კერძოდ, მეყანწიშვილი ვიდეოში აცხადებს, რომ მამუკა ტოროშელიძეს აქციისთვის დინამიკები სწორედ ირმა ინაშვილმა გადასცა. ამასთან, დავით თარხან-მოურავმა გარკვეული თანხა გადასცა დინამიკების და პიკაპის დასაქირავებლად.