ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
სახელმწიფო ინტერესების დაცვით ყველა ინვესტიციას შევუწყობთ ხელს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება, - აცხადებს დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა. ასე გამოეხმაურა დეპუტატი კოკა მორგოშიას განცხადებას.
„ეს უსამშობლოები ჯერ ამბობდნენ აქ ინვესტიციას ვინ შემოიტანსო. გახსოვთ ხომ, ეს თემა როდესაც გაჟღერდა პირველად „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ როგორ ესხმოდა თავს [ხელისუფლებას], რომ ტყუილია ეს ყველაფერიო. მერე თემა შეატრიალეს. სახელმწიფო ინტერესების დაცვით ყველა ინვესტიციას შევუწყობთ ხელს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის განვითარებას, მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება“, - აღნიშნა ზარქუამ.
„ალტ ინფო - კონსერვატორები საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კოკა მორგოშია, რომელიც მასშტაბური არაბული ინვესტიციის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა და „იგლ ჰილსის“ თითქმის შვიდ მილიარდიან ინვესტიციას არაბულ ანექსიას უწოდებს, რამდენიმე წლის წინ განსხვავებულად ფიქრობდა. ის თავად იყო იმ ბიზნესპროექტის ხელმძღვანელი, რომელიც, როგორც თავად ამბობდა, ქუვეითის მოსახლეობაზე იყო გათვლილი. ამის შესახებ მორგოშია ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერით ჰყვებოდა.