ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებშია – ქართველი თავდამსხმელის თამაში ერთდროულად რამდენიმე გამოცემამ გამოარჩია.
„პარი სენ-ჟერმენმა“ „რენი“ შინ 5:0 დაამარცხა, ქართველმა თავდამსხმელმა კი დუბლი შეასრულა. Sofascore-მა კვარაცხელიას 9.7 ქულა დაუწერა და ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.
ფრანგულმა გამოცემამ, „ეკიპმა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში პარიზული გუნდიდან მხოლოდ კვარაცხელია და სენი მაიულუ შეიყვანა.
„კვარაცხელიამ შთამბეჭდავი ფეხბურთი აჩვენა და დუბლი შეასრულა. ბურთთან მის ყოველი შეხება მეტოქეს ხიფათს უქმნიდა. ამასთანავე, მცველებსაც აქტიურად ეხმარებოდა. „რენთან“ შეხვედრა ერთმნიშვნელოვნად აქტივში უნდა ჩავუთვალოთ“.
აღსანიშნავია, რომ „ეკიპის“ მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში 8.0 ქულა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიამ და „ლორიანის“ მეკარემ, ივონ მვოგომ მიიღეს.