როგორ მოხდა, რომ ძირითადად ჯენზის მოწამვლის გასაპროტესტებლად, ჯენზი თითქმის არ მივიდა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად ჯენზის მოწამვლის გასაპროტესტებლად ჯენზი თითქმის არ მივიდა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არ დამიწყოთ ახლა, პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედებიო. ნეპალში ჯენზის არც ერთმა პოლიტიკოსმა არ დაუჭირა მხარი (ჩემმა ჯენზი შვილმა ნიკუშამ, რომელიც მაშინ ნეპალში იმყოფებოდა, მომიყვა) და ასევე უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოების დასაცავად ამ ცოტა ხნის წინ მხოლოდ ჯენზი გამოვიდა, პოლიტიკოსების გარეშე.

პოლიტიკოსებმა ძირითადად თავდადება გამოავლინეს, არ შეუშინდნენ რა ყვარყვარეს ციხეს. თავდადება აჩვენეს ჯენზი ახალგაზრდებმაც, ხოლო ახლანდელ სიტუაციაზე ყველას გვმართებს დაფიქრება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.