ირაკლი შატაკიშვილი: წლების წინანდელი ჩანაფიქრი, რომლის მიზანიც, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო, დღეს რეალობაა - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ქალაქ ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა

ირაკლი შატაკიშვილი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ავსტრიის ქალაქ ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, ოფიციალურად გაფორმდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რუსთავის და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, ირაკლი შატაკიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

შატაკიშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების პრეზიდენტს, ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ პიტერ მოზერს და ავსტრიის ელჩს საქართველოში, რობერტ გერშნერს. მისივე თქმით, ურთიერთპატივისცემაზე, ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებული ურთიერთობა, საქართველოსა და ავსტრიისთვის, ორმხრივად სასარგებლო იქნება, როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო და კვლევით ნაწილშიც.

"წლების წინანდელი ჩანაფიქრი, რომლის მიზანიც, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება იყო, დღეს რეალობაა და კონკრეტულ პარტნიორობადაც ჩამოყალიბდა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ავსტრიის ქალაქ ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, ოფიციალურად გაფორმდა. 
დღეს მქონდა შესაძლებლობა, ჩემს კოლეგებთან: განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე მარიამ ლაშხთან და ავსტრიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ, აკაკი ალადაშვილთან ერთად, პარლამენტში შევხვედროდი ჩვენი ქვეყნის მეგობარს - ავსტრიის ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების პრეზიდენტს, ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ პიტერ მოზერს. Prof. Peter Moser .

მინდა მადლობა გადავუხადო პროფესორ პიტერ მოზერს Prof. Peter Moser და ავსტრიის ელჩს საქართველოში რობერტ გერშნერს. წარმატება მინდა ვუსურვო, ავსტრიასა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების საქმეში. 

დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთპატივისცემაზე, ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნებისთვის ორმხრივად სასარგებლო იქნება, როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო და კვლევით ნაწილშიც.

მადლობა მინდა გადავუხადო სტუ-ს რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, სტუ-ს ასოცირებულ პროფესორს გიორგი ხეცურიანს და მთელს გუნდს, ამ ძალიან კეთილშობილური და სასარგებლო საქმის განხორციელებისათვის. ასევე მადლიერება მინდა გამოვხატო სამთო კომპანია RMG-ის მიმართ ამ პროექტის მხარდაჭერისათვის და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული და მხარდაჭერილი მრავალი სხვა პროექტისათვის." - წერს ირაკლი შატაკიშვილი.