შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
შიდა და გარე ძალების შეთანხმებული ქმედების შედეგად არის მცდელობა, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მაქსიმალურად დააზიანონ. საქართველოს შეუქმნან სხვადასხვა სახის პრობლემები, მათ შორის, არ ერიდებიან ყველაზე ოდიოზური მიზეზებისა და საბაბების მოყვანასაც კი ოღონდ, ქვეყნის გარშემო და ქვეყნის შიგნით მოსახლეობა როგორმე დაძაბულობაში ამყოფონ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
მან ისაუბრა, რა პოლიტიკურ სარგებელზე აქვთ გათვლა იმ პირებს, რომლებიც საუბრობენ, თითქოს საქართველოში ირანული გავლენების ზრდაა მოსალოდნელი.
მისივე თქმით, პერიოდულად საზოგადოება ხშირად ხდება საქართველოს მიმართ ორკესტრირებული შეტევების მომსწრე. ასე იყო უკრაინაში ომის დაწყების დროს და ამჟამად კი ირანში მიმდინარე პროცესების პარალელურად, სურთ საქართველო ომის ეპიცენტრში მოახვედრონ.
„შორეულ ვენესუელაში რომ ოპერაცია ჩატარდა და ნეპალში რომ სისხლის ღვრა იყო, ისიც საქართველოსთან ერთგვარად კავშირში უნდა ყოფილიყო. ანუ, აქ არის მცდელობა შიდა და გარე ძალების შეთანხმებული ქმედებისა, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მაქსიმალურად დააზიანონ. საქართველოს შეუქმნან სხვადასხვა სახის პრობლემები, მათ შორის, არ ერიდებიან ყველაზე ოდიოზური მიზეზებისა და საბაბების მოყვანასაც კი ოღონდ, ქვეყნის გარშემო და ქვეყნის შიგნით მოსახლეობა როგორმე დაძაბულობაში ამყოფონ“, - განაცხადა ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილი „კვლევაც“ სწორედ აღნიშნულს ემსახურება.
„გვიმტკიცებენ, რომ საქართველო გახდა ირანული რეჟიმის ერთგვარი სატელიტი ქვეყანა. წარმოუდგენელი რამაა, მაგრამ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ამას ათვითცნობიერებს, გარდა იმ ვიწრო სექტისა, ვინც საქართველოზე ყველა იმ უბედურების დატყდომას ნატრულობს. თუმცა, უცხოეთში ეს გარკვეულ უარყოფით იმიჯს აყალიბებს საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
The Hill-ში გამოქვეყნდა სტატია - „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“, რომელშიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, საქართველოს მიმართ მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებებია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით კი, 2025 წელს ირანთან იმპორტი მთელი იმპორტის 1.36% იყო, ირანში ექსპორტი კი მთელი ექსპორტის 0.35%.
სტატიის ავტორი „დემოკრატიის დაცვის ფონდის“ რუსეთის პროგრამების კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი ქეთი ქორქიაა და სრულად ავტორის მოსაზრებებს ეფუძნება და არა კონკრეტულ არგუმენტებს.