ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოსთან მიმართებით ჯო უილსონი ისეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებდა, რომელიც ბუნებრივად იწვევდა ეჭვს, რომ ამის უკან არაკეთილსინდისიერი ინტერესი იდგა

ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოსთან მიმართებით ჯო უილსონი ისეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებდა, რომელიც ბუნებრივად იწვევდა ეჭვს, რომ ამის უკან არაკეთილსინდისიერი ინტერესი იდგა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, კორუფცია საერთაშორისო ინსტიტუტებში საკმაოდ ფესვგადგმული მოვლენაა.

„ვისმენთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მასშტაბის კორუფციული სკანდალია. ბოლო პერიოდში, რამდენიმე კონგრესმენიც იყო პასუხისმგებლობაში მიცემული და მათ კონგრესის დატოვება მოუწიათ. ალბათ, ამ საკითხს ამერიკის სამართალდამცავი სტრუქტურები მიხედავენ, მაგრამ ჯო უილსონის მაგალითზე ჩვენი გამოცდილება ბევრ რამეს კარგად გვაჩვენებს. ამ ადამიანს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ისეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებდა, რომელიც ბუნებრივად ეჭვს იწვევდა, რომ ამის უკან არაკეთილსინდისიერი ინტერესი იდგა.

საბოლოო ჯამში, „ფარას“ შესაბამისად ვიხილეთ, რომ ამ განცხადებებში ჯო უილსონი შესაბამის გასამრჯელოს იღებდა. აქ ჩვენთვის გასაკვირი არაფერი არ არის. სამწუხაროდ, კორუფცია საერთაშორისო ინსტიტუტებში საკმაოდ ფესვგადგმული მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ProPublica-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FBI იძიებდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს, რომლის ფიგურანტები იყვნენ სენატორი ლინდსი გრემი, კონგრესმენები ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი.

✕