ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობის“ განცხადებების უკან სიცარიელეა, რომლის შევსების ერთადერთი ვარიანტი მათი მხრიდან პროვოკაციების მოწყობაა

ირაკლი ქადაგიშვილი

„ნაცმოძრაობის“ განცხადებების უკან სიცარიელეა, რომლის შევსების ერთადერთი ვარიანტი მათი მხრიდან პროვოკაციების მოწყობაა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერს საფრთხილოა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები, ამიტომ სამართალდამცველები ყურადღებით უნდა იყვნენ.

„ნაცმოძრაობის“ განცხადებების უკან სიცარიელეა, რომლის შევსების ერთადერთი ვარიანტი მათი მხრიდან პროვოკაციების მოწყობაა. რა თქმა უნდა, მათი განცხადებების უკან არანაირი რეალობა არ არის. ამ ადამიანების პოლიტიკური ლოგიკის პროგნოზი ცოტა რთულია. რა შინაარსი იდო იმაში, როცა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს? ეს სრული პოლიტიკური აბსურდი იყო. ახლაც აბსურდის გაგრძელებას ვხედავთ. როცა აბსურდით იწყებ, რა თქმა უნდა, ამ აბსურდიდან ვერ გამოდიხარ და აბსურდის თეატრი უფრო ტრაგიკულ სახეს იღებს. ერთადერთი, რაც 4 ოქტომბერს საფრთხილოა, მათი მხრიდან პროვოკაციებია. ამ თვალსაზრისით ყურადღებით სამართალდამცველები უნდა იყვნენ. სხვა შინაარსი მათ განცხადებებში არ დევს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.