1759236413
ლევან მახაშვილი კარა ორუჯევზე: კარგი იყო, რომ ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ ამხილა ტყუილში „ლელოც“ და მისი ლიდერებიც

კარგი იყო, რომ ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ ამხილა ტყუილში „ლელოც“ და მისი ლიდერებიც, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა კარა ორუჯევზე საუბრისას.
„ლელო“ არის თაღლითების პარტია, ადამიანების, რომლებმაც თავიანთი პოლიტიკური კარიერის გაკეთება სცადეს ტყუილებზე, საზოგადოების მოტყუებაზე. კიდევ ერთ ასეთ ფაქტს გადავაწყდით და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალურად, რომ ეს იყო ტყუილი“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ხაზარაძე-გახარიას პარტიის ყოფილი კანდიდატი რუსთავის საოლქო პროკურატურაში სამ საათზე მეტხანს იკითხებოდა. კარა ორუჯევი განმარტავს, რომ რეალურად, პარტია ერთი კვირის წინ დატოვა. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ჩანაწერში ხმა მისია, თუმცა ჩანაწერი დამახინჯებულად გაავრცელეს.
ირაკლი კუპრაძე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ პარტიის წევრმა კანდიდატობაზე უარი მოსყიდვისა და მუქარის გამო თქვა, თავად კანდიდატი კი ამტკიცებს, რომ საკუთარი ნებით მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო მიზეზი, პარტიის ურეიტინგობაა.