13 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1793359039
კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ ნავში ბიძინა ივანიშვილს არ ჩაუსვია, ისინი ერთ ნავამდე მათმა უგუნურმა და გარედან ნაკარნახებმა პოლიტიკამ მიიყვანა, თორემ მათ ქართველმა ამომრჩეველმა ხმა მისცა და შეეძლოთ, პარლამენტში ყოფილიყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა კრიზისშია შესული.
„მგონი, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ეს კრიზისი განაპირობებს იმას, რომ ამ პარტიების ლიდერები ერთმანეთთან ასეთ მწვავე დაპირისპირებაში და ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან. ხანდახან ეს ბრალდებები უკიდურეს მწვავე ფორმასაც იღებს ხოლმე. ისინი ერთ ნავში ბიძინა ივანიშვილს არ ჩაუსვია, ისინი ერთ ნავამდე მათმა უგუნურმა და გარედან ნაკარნახებმა პოლიტიკამ მიიყვანა, თორემ მათ ქართველმა ამომრჩეველმა ხმა მისცა და შეეძლოთ, პარლამენტში ყოფილიყვნენ. მათ ერთიანი ბრძანება მიიღეს, რომ პარლამენტი დაეტოვებინათ, დრო არ ითმენდა, საჭირო იყო გადატრიალება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ისინი გარედან თუ შიგნიდან ამ უბედურებაში ჩასვეს. დღეს კი, პასუხისმგებლობის ტვირთი აწევთ და ეს საკონსტიტუციო სასამართლოშიც გამოჩნდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „ოპოზიცია, დემოკრატიული პოლიტიკური ძალები ერთ ნავში ივანიშვილმა ჩასვა, ამის ფორსირება ივანიშვილს კი არ უნდა მოეხდინა, თავად ჩვენ, ოპოზიციას უნდა გაგვეკეთებინა“.