გორში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა
1774457643
კარგი იქნება, თუ ისინი უფრო ჩაუღრმავდებიან ხოლმე თავისი ქვეყნის პრობლემებს და საქართველოსთან დაკავშირებით ზერელე, უსაფუძვლო განცხადებებს არ გააკეთებენ, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დანიაში ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, რომლის თანახმად მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა და მისმა „წითელმა ბლოკმა" საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა.
ქადაგიშვილის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პარტიის ასეთი ისტორიული წარუმატებლობა განპირობებულია მათ ქვეყანაში არსებული ძალიან მძიმე, საკმაოდ გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობით.
„კარგი იქნება, თუ ისინი უფრო ჩაუღრმავდებიან ხოლმე თავისი ქვეყნის პრობლემებს და საქართველოსთან დაკავშირებით ზერელე, უსაფუძვლო განცხადებებს არ გააკეთებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პარტიის ასეთი ისტორიული წარუმატებლობა განპირობებულია მათ ქვეყანაში არსებული ძალიან მძიმე, საკმაოდ გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობით და ეს ეკონომიკური მდგომარეობა სწორედ ამ ომის კრიზისის გამოა გამოწვეული. არადა, დანია ომის ერთ-ერთი მსხვილი სპონსორია ამ გაგებით“, - აღნიშნა მან.
დანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. დათვლილია ხმათა 100 პროცენტი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა და მისმა „წითელმა ბლოკმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგეს. არჩევნების შედეგების ფონზე „ქართულ ოცნებაში“ დანიის ხელისუფლების მხრიდან, დანიელი ხალხის სახელით, საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებულ, უსაფუძვლო განცხადებებს იხსენებენ. მმართველ გუნდის შეფასებით მსგავსი განცხადებების გაკეთება, ისეთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომელსაც მოქალაქეების მხოლოდ 19% უჭერს მხარს, პოლიტიკურ მორალს აცდენილია.