ლიბანში, საერთო ჯამში, „ჰეზბოლას“ 700 მებრძოლია ლიკვიდირებული - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში, საერთო ჯამში, ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ 700 მებრძოლი.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, ლიკვიდირებულ პირებს შორის ელიტური „რადვანის ძალების“ წევრებიც არიან.

ლიბანის ჯანდაცვის უწყების ცნობით კი, 2 მარტის შემდეგ, კონფლიქტის განახლებიდან დაღუპულია, სულ მცირე, 1072 ადამიანი.