1790884478
ირაკლი ლატარია: ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი პატიმრები კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა
ექსპერტი ირაკლი ლატარია პენიტენციურ სამსახურთნ დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი პატიმრები კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოჰყავდათ.
მისივე შეფასებით, ქვეყანაში ინფორმაციის დამალვა შეუძლებელია, რადგან თითქმის ყველას ჰყავს ახლობელი პატიმარი ან ახლობლის ოჯახის პატიმარი წევრი. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ცნობილია, რა მდგომარეობაში ბრუნდებიან პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან.
„ახლა ყურადღებით მომისმინეთ....
საქართველო პატარაა, შანსი არაა, ვინმემ რაიმე დამალოს..
ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ.. ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი ან ახლობლის ოჯახის პატიმარი წევრი და 2012 წლიდან პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი პატიმრები კუბოთი ან/და ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა...
ამიტომ ტრაკის თამაშს თავი გაანებეთ...
მაცივრებითა და ,,ზმანებით“ გამოგყავთ პატიმრები და თქვენ ხმის ამოღების უფლება არ გაქვთ!....დაყენდით. წამება ამ ქვეყანაში დასრულდა“, - წერს ლატარია.









